BotAI.ge პაკეტები დაწყება
იურიდიული დოკუმენტი

ვებ-გვერდით სარგებლობის წესები და პირობები

სარჩევი

ჩვენს შესახებ

  1. ინდივიდუალური მეწარმე ვენედი მომცელიძე, (საიდენტიფიკაციო კოდი 01001100019) - (შემდგომში - BotAI) ოპერირებასა და ადმინისტრირებას უწევს www.Botai.ge ვებ-გვერდს (შემდგომში - ვებ-გვერდი).
  2. წინამდებარე დოკუმენტი არეგულირებს BotAI-ის ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.
  3. BotAI-ის საკონტაქტო ინფორმაცია:
    1. ტელეფონი: +995511174343
    2. ელექტრონული ფოსტა: hello@botai.ge
    3. მისამართი: საქართველო, ქ. ამბროლაური, ნიკო ფიროსმანის I ჩიხი, N 4

ნებისმიერი საეჭვო გარემოების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის BotAI-ის სახელით თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნის, ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან/და წინამდებარე დოკუმენტთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის, ვებ-გვერდით სარგებლობისას ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად.

შეთანხმების ძირითადი პირობები

  1. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, მომსახურების მიმღები არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს BotAI-ის ვებ-გვერდით მისთვის სასურველი მომსახურების მისაღებად. მომხმარებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც სწერს ასისტენტს მომსახურების მიმღების საქმიანობასთან ან/სხვა მის მიერ განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით.
  2. მომსახურების არსი: პლატფორმა მომსახურების მიმღებს აძლევს შესაძლებლობას შექმნან და მართონ ავტომატური ასისტენტები ვებგვერდისა და დაკავშირებული საკომუნიკაციო არხებისთვის, კერძოდ:
    1. ვებგვერდის ჩატის ფანჯარა; Telegram; WhatsApp; Facebook Messenger; Instagram.
    2. ბიზნესის ცოდნის ბაზისა და სხვა მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვებზე პასუხის გაცემა.
    3. თავისუფალი დროების შემოწმება, ჯავშნის შექმნა/გაუქმება და რიგში მომხმარებლის ჩაწერა, შესაბამისი ინტეგრაციის არსებობისას.
    4. პროდუქციისა და ფასების მოძიება ბიზნესის კატალოგში, ხოლო შესაბამისი ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, გაყიდვისა და გადახდის ბმულის შექმნა. (მომსახურების მიმღები უთითებს საკუთარ გადახდის პროვაიდერს, რომლის ანგარიშითაც იქმნება ბმული; გადახდა ხდება მომსახურების მიმღებსა და მის მომხმარებელს შორის და აღნიშნულ პროცესს არ წარმართავს BotAI)
    5. მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით მიწოდებული საკონტაქტო მონაცემების ჩაწერა.
    6. საუბრის ოპერატორთან გადაცემა და მომხმარებლის შეფასების მიღება.
  3. კონკრეტული ფუნქციების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია არხზე, მომხმარებლის მიერ ჩართულ პარამეტრებზე და შესაბამისი მესამე მხარის სერვისების ფუნქციონირებაზე.
  4. ასისტენტი ამუშავებს მხოლოდ ტექსტურ შეტყობინებებს. ვებგვერდის ჩატში ფაილების/ფოტოების ატვირთვა არ არის ხელმისაწვდომი. Messenger-ში, Instagram-ში, WhatsApp-სა და Telegram-ში მიღებული ფოტოები, ფაილები და ხმოვანი შეტყობინებები პლატფორმის მიერ არ მუშავდება.
  5. BotAI-ს ადმინისტრაცია ხაზგასმით განმარტავს, რომ AI მოდელს არ გადაეცემა და პლატფორმაში არ ინახება ნებისმიერი 2.4. პუნქტის ფარგლებში ასისტენტისთვის მიწოდებული ფაილი; ასეთი ფაილი რჩება შესაბამისი არხის ინბოქსში. შეტყობინებები კი რჩება მომსახურების მიმღების კაბინეტში, მომსახურების მიმღები პირის მიერ არჩეული ან/და წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ვადითა და ოდენობით.
  6. პლატფორმაზე რეგისტრაციით, ანგარიშის გამოყენებით, მომსახურების შეძენითა და შესაბამისი გრაფის მონიშვნით მომსახურების მიმღები ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პლატფორმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.
  7. მომსახურება განკუთვნილია ქმედუნარიანი 18 წელს მიღწეული პირებისთვის და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის. რეგისტრაციისას მომსახურების მიმღები თავად ადასტურებს ასაკს და თანხმობას წესებზე.
  8. წინამდებარე დოკუმენტზე თანხმობის განცხადებასა და მასზე ელექტრონულად გამოხატულ თანხმობას (გრაფის მონიშვნას) აქვს ელექტრონულ ხელმოწერის ძალა.
  9. აღნიშნული პირობა არ გამორიცხავს ხელშეკრულების ხელმოწერილი ეგზემპლარ(ებ)ის არსებობას.

მხარეთა განცხადებები და გარანტიები

  1. წინამდებარე დოკუმენტზე თანხმობით მომსახურების მიმღები ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ:
    1. იგი არის სრულწლოვანი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან/და აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
    2. იგი არის იურიდიული პირი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას.
    3. მის მიერ განთავსებული ყველა ინფორმაცია/მასალა არის და მომავალშიც იქნება ზუსტი და არ არის/არ იქნება ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური;
    4. არ გამოიყენებთ პლატფორმას ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
    5. გაეცნო და აცნობიერებს დოკუმენტის შინაარსს, წესებსა და პირობებს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.
  2. ყურადღებით გაეცნო და თანახმაა წინამდებარე დოკუმენტში გათვალისწინებულ წესებსა და პირობებზე, ასევე გაეცნო და თანახმაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებულ წესებსა და პირობებზე.
  3. მომსახურების მიმღები პირი თავად მართავს პროცესს და BotAI-ს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა, მსგავს შინაარსობლივ საკითხებთან მიმართებით.
  4. მხარეები ცალსახად განმარტავენ და იაზრებენ რომ BotAI-ის პლატფორმა ახორციელებს ტექნიკურ მხარდაჭერას და პროცესს წარმომართავს მომსახურების მიმღები.
  5. წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, BotAI-ს ეძლევა უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურების ანაზღაურება. ხოლო მომსახურების მიმღები თანახმაა აუნაზღაურონ მას მიყენებული ზიანი და დაიცვან იგი ნებისმიერი ზარალისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი დარღვევის შედეგად.
  6. BotAI არ არის ვალდებული წინამდებარე დოკუმენტის წესებისა და პირობების მომსახურების მიმღების მიერ დარღვევისას დადგენილი ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში მომსახურების მიმღებს დაუბრუნოს მომსახურების ღირებულება.
  7. მომხმარებლებს უფლება აქვთ ისარგებლონ BotAI-ის ვებ-გვერდით წინამდებარე დოკუმენტის ფარგლებში. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას BotAI მათ ანიჭებს მისთვის საჭირო და მომსახურების მისაღებად აუცილებელ წვდომას, თუმცა ეს მათ არ აძლევს უფლებას, სცადონ ან რაიმე ფორმით მოიპოვონ უნებართვო წვდომა ვებ-გვერდის პროგრამულ კოდზე (მათ შორის უკუინჟინერიით, reverse engineering), სცადონ მისი რაიმე ფორმით დაზიანება ან უნებართვო წვდომა მონაცემებზე. ეს ქმედებები აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით.

ანგარიშის შექმნა და გამოყენება

  1. ანგარიშის რეგისტრაცია ხდება ვებ-გვერდზე შესაბამის ფანჯარაში გადასვლითა და რეგისტრაციის გრაფის არჩევით.
  2. რეგისტრაციისას შეიძლება მოთხოვნილი იყოს მომსახურების მიმღების სახელი, ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი და პაროლი, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია რომელიც აუცილებელია მომსახურების მისაღებად.
  3. რეგისტრაცია ხდება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მობილური ტელეფონის ნომრის მითითებით და პაროლის შექმნით. პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია Google-ით და Facebook-ით ავტორიზაცია.
  4. ნებისმიერი ავტორიზაციის მეთოდის გამოყენებისას მომსახურების მიმღები ეთანხმება წესებსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას შესაბამისი გრაფის მონიშვნით.
  5. ანგარიშის მონაცემების კონფიდენციალურობაზე და ანგარიშით განხორციელებულ მოქმედებებზე პასუხისმგებელია მომსახურების მიმღები.

ასისტენტის შექმნა და მართული ასისტენტი

  1. მომსახურების მიმღები თავად ქმნის ასისტენტს პლატფორმაზე ან იძენს „მართული ასისტენტის“ დამატებით მომსახურებას.
  2. მართული ასისტენტი არის დამატებით მომსახურება, რომლის საფასურია 200 ლარი თვეში თითო ასისტენტზე და რომელიც არ შედის არც ერთ ძირითად, მათ შორის არც კორპორატიულ, პაკეტში.
  3. მართული ასისტენტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი ბიზნესის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ავსებს/აახლებს ცოდნის ბაზას, ასწორებს არასწორ პასუხებს ერთ სამუშაო დღეში და აკვირდება მომხმარებელთა უპასუხოდ დარჩენილ მოთხოვნებს.
  4. თუ მომხმარებელი ითხოვს ადამიან ოპერატორს და ბიზნესის მხრიდან 60 წუთის განმავლობაში რეაგირება არ ხდება, შესაბამისი შეტყობინება შეიძლება გახდეს მართული ასისტენტის მომსახურების ფარგლებში პლატფორმის მიერ რეაგირების საფუძველი.
  5. მართული ასისტენტის სამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00–19:00, თბილისის დროით. ავტომატური ასისტენტი ტექნიკურად შეიძლება მუშაობდეს 24/7 რეჟიმში.

AI და მესამე მხარის ტექნოლოგიები

  1. ასისტენტის პასუხების გენერირებისთვის პლატფორმა ამ ეტაპზე იყენებს Google-ის Gemini 3.8 Flash მოდელს ფასიანი ანგარიშის მეშვეობით. მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია შეცვალოს AI მოდელის მომწოდებელი, მათ შორის გამოიყენოს სხვა მომწოდებელი.
  2. მომსახურების პროცესში არსებული არსებითი ცვლილების შესახებ მომხმარებლებს ეცნობება ელექტრონული ფოსტის, მობილური ტელეფონის ნომრის (WhatsApp ან SMS) ან/და თავად პლატფორმის მეშვეობით.
  3. პასუხის გენერირებისას AI მოდელს შეიძლება გადაეცეს მომსახურების მიმღების პროფილი და ცოდნის ბაზა, ბიზნესის ხშირი კითხვები და წესები, მიმდინარე მიმოწერა, შესაბამისი მომხმარებლის ჯავშნის მონაცემები (მათ შორის სახელი და ტელეფონი) და საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის ძიების შედეგები.
  4. მომსახურების მიღების პროცესში მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გათვალისწინებული იქნება მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი.
  5. პაროლები, ბარათის მონაცემები, ინვოისები და მსგავსი მნიშვნელობის ინფორმაცია/დოკუმენტები AI მოდელს არ ეგზავნება.
  6. მხარეები თანხმდებიან, რომ AI-ის მიერ გენერირებული ინფორმაცია შეიძლება იყოს არაზუსტი და არ წარმოადგენს პროფესიულ რჩევას.
  7. მომსახურების მიმღები პასუხისმგებელია მის მიერ ცოდნის ბაზაში, პარამეტრებსა და სხვა კონფიგურაციაში მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე და იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ასისტენტი მის მომხმარებლებს აწვდის.
  8. ვებ-გვერდის ჩატში ნაგულისხმევად ჩანს შეტყობინება „პასუხობს ავტომატური ასისტენტი“.

ანგარიშსწორება

  1. BotAI-ს სერვისი ფასიანია და აღნიშნულით სარგებლობის შემთხვევაში სერვისით სარგებლობის საფასურს მომსახურების მიმღები იხდის უნაღდო ანგარიშსწორების გზით - საბანკო ბარათის გამოყენებით. ანგარიშსწორებისას მომსახურების საფასურში გათვალისწინებულია ყველა შესაბამისი გადასახადი/გადასახდელი.
  2. მომსახურების მიმღები თავად ირჩევს სასურველი მომსახურების ტიპს, რის მიხედვითაც განისაზღვრება მომსახურების საფასური.
  3. სერვისით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ტრანზაქციის წარმატებით განხორციელებისთანავე.

ფასები, გამოწერა და გადახდები

  1. მომხმარებელს შეუძლია მომსახურების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად ან წლიურად, მისი არჩევანის შესაბამისად.
  2. წლიურ გამოწერაზე შესაძლებელია მოქმედებდეს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლება, რასაც განსაზღვრავს BotAI-ს ადმინისტრაცია, რის შესახებ ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებ-გვერდსა და შესაბამის პაკეტში. ასევე ახალი მომხმარებლისთვის შესაძლებელია ერთჯერადად განისაზღვროს საშეღავათო სარგებლობის პერიოდი, რაც მოიცავს 7-დღიან უფასო საცდელ პერიოდს. ვადის ათვლა იწყება ბარათის მიბმის მომენტიდან, რისთვისაც აუცილებელია პაკეტის არჩევა, ნამდვილი ბარათი და დადასტურებული ელექტრონული ფოსტა. ბარათის მიბმისას თანხა არ ჩამოიჭრება — მოწმდება მხოლოდ ბარათის ნამდვილობა, რისთვისაც ბარათზე დროებით იბლოკება მცირე თანხა და იგი არ ირიცხება.
  3. საფასური გადაიხდება წინასწარ მომსახურების დაწყებამდე.
  4. BotAI-ს ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას კორპორატიულ პაკეტზე ინდივიდუალურად განსაზღვროს მომსახურების საფასური ფასი ინდივიდუალური შეთავაზების სახით. ინდივიდუალური შეთავაზება შესაძლოა მიეწოდოს მომხმარებელს ადმინისტრაციული პანელიდან და ძალაში შევიდეს მისი დადასტურებისა და გადახდის შემდეგ. განსხვავებული პირობები ასევე შესაძლოა შეთანხმდეს მხარეთა შორის ინდივიდუალურად.
  5. პაკეტის გაზრდის შემთხვევაში ფასთა სხვაობა შეიძლება ჩამოიჭრას დაუყოვნებლივ, ხოლო პაკეტის შემცირება მოქმედებს უკვე შეძენილი პერიოდის დასრულების შემდეგ, თუ ინდივიდუალური შეთავაზებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  6. მომსახურების საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ ონლაინ, საბანკო ბარათით, Flitt-ის გადახდის სისტემის გამოყენებით.
  7. BotAI-ს ადმინისტრაცია აცხადებს რომ ბარათის მონაცემები BotAI-ს პლატფორმაზე არ ინახება.
  8. გადახდის შემდეგ კაბინეტში ხელმისაწვდომია გადახდის ქვითარი, რომელიც დეტალურად ასახავს გადახდის შესახებ არსებულ ინფორმაციას.
  9. გამოწერა ავტომატურად ახლდება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, ხოლო საფასური ყოველი ახალი პერიოდის დასაწყისში ჩამოიჭრება Flitt-ის გადახდის სისტემის გამოყენებით, მასში მომსახურების მიმღების მიერ დამახსოვრებული ბარათიდან.
  10. წარუმატებელი ჩამოჭრის შემთხვევაში სისტემა ხელახლა ცდილობს გადახდას პირველ, მე-3, მე-5 და მე-7 დღეს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ასისტენტი აგრძელებს მომსახურების პროცესს.
  11. თუ გადახდა კვლავ ვერ განხორციელდა, ასისტენტის მომსახურება შეჩერდება.
  12. ასისტენტის შეჩერებიდან 30 დღის შემდეგ მომსახურების მიმღების სერვისი — ცოდნის ბაზა, მიმოწერა, ჯავშნები, CRM-ის ჩანაწერები და პროდუქციის კატალოგი — ავტომატურად წაიშლება, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მინიმუმ 7 კალენდარული დღით ადრე.
  13. ანგარიშისა და გადახდის ისტორიის მონაცემები, ინვოისები, ქვითრები და წესებზე თანხმობის ჩანაწერები შესაბამისი სამართლებრივი/საბუღალტრო საჭიროების ფარგლებში ნარჩუნდება ანგარიშის მოქმედების მთელი პერიოდისა და ანგარიშის დახურვიდან 3 წლის განმავლობაში.

გამოწერის გაუქმება და თანხის დაბრუნება

  1. გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, შესაბამისი ღილაკის გააქტიურებით/მონიშვნით. მონიშვნა შესაძლებელია პირადი კაბინეტიდან და იგი აუქმებს გამოწერის განახლების პროცესს.
  2. გაუქმება ამოქმედდება მიმდინარე, უკვე გადახდილი პერიოდის დასრულების შემდეგ, თუ მომსახურების მიმღებს უკვე გამოყენებული აქვს BotAI-ს მომსახურება.
  3. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ გამოყენებულ მომსახურებად ითვლება ასისტენტის მიერ პასუხგაცემული შეტყობინების არსებობა ან/და დაწყებული მიმოწერა. სატესტო ჩატში გაგზავნილი შეტყობინება და გადახდამდელი საცდელი პერიოდი გამოყენებულ მომსახურებად არ ითვლება.
  4. წლიური გამოწერის პირველი გადახდიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მომსახურების მიმღებს შეუძლია კაბინეტიდან შესაბამისი ღილაკის გააქტიურებით მოითხოვოს თანხის დაბრუნება, რითიც გაუქმდება მომსახურებაც. თანხის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება ეცნობება ელექტრონული ფოსტისა და კაბინეტის მეშვეობით 5 სამუშაო დღეში. აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მომსახურების მიმღების კაბინეტიდან, შესაბამისი გრაფის მეშვეობით.
  5. BotAI-ს ადმინისტრაცია 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საჩივრის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა. მომსახურების მიმღებს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ელექტრონული ფოსტისა და კაბინეტის მეშვეობით.
  6. ნაწილობრივ გამოყენებულ პერიოდზე გამოუყენებელი დღეების პროპორციული თანხა არ ბრუნდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ჩატის შინაარსზე წვდომა

  1. მომსახურების მიმღები თავად ხედავს ასისტენტსა და მომხმარებლებს შორის მიმოწერას, შეუძლია მასზე პასუხის გაცემა, ექსპორტი და წაშლა.
  2. მომსახურების მიმღების თანამშრომლების წვდომა განისაზღვრება ბიზნესის მიერ მინიჭებული უფლებებით.
  3. პლატფორმას არ აქვს ბიზნესის მიმოწერის წაკითხვის ზოგადი ინტერფეისი. ადმინისტრაციულ პანელში ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს მხოლოდ ტექნიკური/ოპერაციული მაჩვენებლები, მათ შორის მიმოწერების რაოდენობა, ჯავშნები და შეფასებები. მონაცემთა ბაზაზე ტექნიკური წვდომა აქვს მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელს.
  4. მართული ასისტენტის მომსახურებისას მომსახურების მიმწოდებელი მიმოწერას კითხულობს და პასუხობს მომსახურების ფარგლებში. სხვა შემთხვევაში მიმოწერაზე წვდომა ხორციელდება მხოლოდ მომსახურების მიმღების მოთხოვნით ან ტექნიკური ხარვეზის, ინციდენტის ან სხვა გარდაუვალი და სავალდებულო გამოყენების შესწავლის მიზნით.
  5. ოპერატორთან გადაცემული საუბარის შემთხვევაში:
    1. იმ შემთხვევაში როცა მომხმარებელი ითხოვს ადამიან ოპერატორთან საუბარს, ავტომატური ასისტენტი წყვეტს პასუხის გაცემას. ამის შემდეგ მომხმარებლის ტექსტური შეტყობინებები AI მოდელს აღარ ეგზავნება, თუმცა ინახება ოპერატორისთვის ხელმისაწვდომად.
    2. თუ ოპერატორი ბიზნესის კაბინეტიდან პასუხობს, პასუხი ინახება და მხოლოდ მომსახურების მიმღებისთვის არის ხილვადია.
    3. იმ შემთხვევაში თუ ოპერატორი პასუხობს სოციალური ქსელის პირადი ინტერფეისიდან, მისი პასუხის ტექსტი პლატფორმაში არ ინახება, ასეთ დროს ინახება მხოლოდ ტექნიკური ნიშანი, რომ საუბარში ადამიანი ჩაერია.

მონაცემთა შენახვა და წაშლა

  1. ჩატის თითოეული შეტყობინება ინახება მისი გაგზავნიდან 180 დღის განმავლობაში, თუ მომსახურების მიმღებს კორპორატიული პაკეტით სხვა ვადა არ აქვს განსაზღვრული. ამ ვადაზე ძველი შეტყობინებები ავტომატურად იშლება, მიმოწერის გაგრძელების მიუხედავად. მომსახურების მიმღებს ნებისმიერ დროს შეუძლია მიმოწერა ამ ვადაზე ადრე წაშალოს.
  2. სტანდარტულად ერთ მიმოწერაში ინახება ბოლო 60 შეტყობინება, ხოლო შენახვის პოლიტიკის გააქტიურების შემთხვევაში — ბოლო 900 შეტყობინება.
  3. კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში მომსახურების მიმღებს შეუძლია განსაზღვროს შენახვის ვადა 1-დან 1095 დღემდე (3 წელი). ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი მიმოწერა ავტომატურად იშლება და აღდგენას არ ექვემდებარება.
  4. წაშლა ვრცელდება BotAI-ს სისტემაში არსებულ ჩანაწერზე. ბიზნესის საიტზე განთავსებული ჩატის შემთხვევაში მიმოწერის სხვა ასლი არ არსებობს და BotAI-ს მიერ განხორციელებული წაშლა საბოლოოა. Messenger-ის, Instagram-ის, WhatsApp-ისა და Telegram-ის შემთხვევაში მიმოწერის ორიგინალი რჩება მომსახურების მიმღების საკუთარ ინბოქსში შესაბამის პლატფორმაზე, რომელზეც BotAI-ს წვდომა არ აქვს — მისი წაშლა მომსახურების მიმღებმა თავად უნდა განახორციელოს შესაბამისი პლატფორმის საშუალებით.
  5. მომსახურების მიმღებს შეუძლია ერთიანი მოქმედებით წაშალოს მომხმარებლის მიმოწერა, ჯავშნები (მათ შორის მიბმულ კალენდარში, შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობის ფარგლებში), CRM-ის ჩანაწერი, შეფასებები, სახელი და ელ-ფოსტა.
  6. ანგარიშის დახურვისა/ წაშლისას მომსახურების მიმღები ადასტურებს მოქმედებას პაროლით ან რეგისტრირებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილი ერთჯერადი კოდით, ხოლო ორეტაპიანი ვერიფიკაციის ჩართვის შემთხვევაში — დამატებით ვერიფიკაციის კოდით, უქმდება გამოწერა და შენახული ბარათის ირგვლივ არსებული მოქმედებები, ხოლო ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საბოლოოდ იშლება.
  7. გადახდის ისტორია/ქვითრები და წესებზე თანხმობის ჩანაწერები ინახება კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში.
  8. პლატფორმაში განხორციელებული მონაცემები წაშლის შემდგომ არ ექვემდებარება აღდგენას.

კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემები

  1. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის შესაბამისად.
  2. BotAI-ს ადმინისტრაცია ცალსახად განმარტავს, რომ მომხმარებლების მონაცემები არ გამოიყენება და არ გადაეცემა მესამე მხარეს მარკეტინგული მიზნით.
  3. თითოეული მხარის მონაცემები ინახება განცალკევებით და მათი მონაცემები სხვა პირისთვის მიუწვდომელია.
  4. სისტემის გაუმჯობესებისთვის მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ დეპერსონალიზებული ტექნიკური სტატისტიკა, მათ შორის შეტყობინებების რაოდენობა, პასუხის დრო და შეცდომების სიხშირე. ბიზნესის შინაარსი, ცოდნის ბაზა და მიმოწერა სხვა ბიზნესისთვის ან რეკლამისთვის არ გამოიყენება.
  5. პერსონალური მონაცემების დეტალური წესები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, სამართლებრივი საფუძვლები, მიმღებები, საერთაშორისო გადაცემები, მონაცემთა შენახვის დეტალური ვადები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია განისაზღვრება ცალკე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით, რომელიც გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

ქუქი-ფაილები

  1. ქუქი-ფაილები გამოიყენება მხოლოდ ანგარიშში შესვლისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ფორმით.
  2. შესაძლებელია ვებ-გვერდის ანალიტიკური და მარკეტინგული ფუნქციების უზრუნველსაყოფად BotAI-მ დაამუშავოს შესაბამისი ქუქი-ფაილებიც.
  3. ნებისმიერი ქუქი-ფაილის გამოყენება ეფუძნება მომხმარებლის წინასწარ ინფორმირებულ თანხმობას, რომელსაც ნიშნავს ვებ-გვერდზე შესაბამისი ფორმის დადასტურებით.

უსაფრთხოება

  1. პაროლები ინახება შეუქცევადი scrypt ჰეშის სახით და მომსახურების მიმწოდებლისთვის უცნობია.
  2. მესამე მხარის სერვისების წვდომის გასაღებები ინახება AES-256-GCM დაშიფვრით.
  3. კლიენტის კაბინეტში ორეტაპიანი ავთენტიფიკაცია ხელმისაწვდომია სურვილისამებრ.
  4. ბარათის მონაცემები პლატფორმაში არ ინახება და მათ ამუშავებს გადახდის მხოლოდ შესაბამისი სისტემა.
  5. კავშირები დაცულია HTTPS-ით, ავტორიზაციის ქუქი ბრაუზერის სკრიპტებისთვის მიუწვდომელია.
  6. მონაცემთა ბაზაში გამოყენებულია დაშვების დონის წვდომის კონტროლი.
  7. ადმინისტრაციულ პანელში თანამშრომლების უფლებები ინდივიდუალურად განისაზღვრება და ვრცელდება მხოლოდ შესაბამის მიბმულ ასისტენტებზე.
  8. თანამშრომლის დამატება/წაშლა შეუძლია მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელს.

მესამე მხარის სერვისები

  1. მომსახურების ფუნქციონირებისთვის გამოიყენება მესამე მხარის სერვისები, მათ შორის:
    1. Vercel (ვებ-ჰოსტინგი), Supabase (მონაცემთა ბაზა, ევროკავშირი/ირლანდია);
    2. Google (AI და Google Calendar შესაბამისი ინტეგრაციისას);
    3. Google Fonts (შრიფტების მიწოდება);
    4. Flitt (ონლაინ გადახდები);
    5. Zoho (ელ-ფოსტა);
    6. Ubill — შპს „იუბილ ჯგუფი“ (SMS);
    7. Google, Mozilla, Apple (ბრაუზერის შეტყობინებები — push);
    8. Cloudflare (ბოტებისგან დაცვა — Turnstile);
    9. Meta (Facebook, Instagram, WhatsApp) და Telegram.
  2. მესამე მხარის სერვისები გამოიყენება მათი შესაბამისი პირობებისა და კონფიდენციალურობის დოკუმენტების საფუძველზე. შესაბამისი სერვისის მიუწვდომლობა, ცვლილება ან შეზღუდვა შეიძლება აისახოს პლატფორმის ფუნქციონირებაზე.
  3. ბიზნესის მიერ მესამე მხარის არხის მიერთებით ბიზნესი პასუხისმგებელია შესაბამისი პლატფორმის ანგარიშის მართვაზე და იმ უფლებამოსილებაზე, რომლის საფუძველზეც ხდება მონაცემთა წვდომის მიწოდება.

აკრძალული ქმედებები:

  1. პლატფორმის ან მესამე პირის სისტემების უკანონოდ გამოყენება ან უსაფრთხოების მექანიზმების გვერდის ავლა.
  2. სისტემის, კოდის, დიზაინის ან შაბლონების კოპირება, გადაყიდვა, შეცვლა ან reverse engineering.
  3. უკანონო, მავნე, თაღლითური ან სხვისი უფლებების დამრღვევი შინაარსის პლატფორმაში განთავსება/გაგზავნა.
  4. სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავება ან პლატფორმის გამოყენება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
  5. მავნე პროგრამის, კოდის ან სხვა ტექნიკური საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება.
  6. BotAI-ს გამოყენება მესამე პირების უფლებების, ინტელექტუალური საკუთრების ან კონფიდენციალურობის დასარღვევად.
  7. BotAI არ ადგენს მომსახურების გამოყენების ზოგად სექტორულ აკრძალვებს, თუმცა უფლებამოსილია დაადგინოს ის მომავალში. ნებისმიერი მომსახურების მიმღები ვალდებულია დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა და წინამდებარე წესები.

მომსახურების შეზღუდვა, შეჩერება და შეწყვეტა

  1. BotAI იტოვებს უფლებას ანგარიშის ან ფუნქციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით, თუ ეს აუცილებელია წესების დარღვევის, უსაფრთხოების რისკის, უკანონო გამოყენების, გადაუხდელობის ან ტექნიკური ინციდენტის თავიდან ასაცილებლად/გამოსასწორებლად.
  2. შესაძლებლობის ფარგლებში მომხმარებელს ეცნობება შეჩერების მიზეზი, აღდგენის პირობები ან/და ვადები.
  3. ანგარიშის შეწყვეტისას მონაცემთა წაშლა ხორციელდება წინამდებარე დოკუმენტითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

პასუხისმგებლობისა და დავის გადაწყვეტის წესები და პირობები

  1. BotAI არ იძლევა გარანტიას რომ ვებ-გვერდის მომხმარებლებს მომსახურებას გაუწევს უწყვეტად, შეუფერხებლად ან/და ხარვეზების გარეშე.
  2. ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში BotAI-ი იზრუნებს მის გამოსწორებაზე.
  3. ფინანსური პასუხისმგებლობა BotAI-ის მხრიდან კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში შეზღუდულია 5000 ლარით.
  4. ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მომსახურების მიმღებს ეძლევა მხოლოდ BotAI-ის მიერ წინამდებარე დოკუმენტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დოკუმენტის დარღვევის შემთხვევაში. აღნიშნული დათქმა არ გამოიყენება თუ დოკუმენტით გათვალისწინებული წესებისა და პირობების დარღვევის მიზეზი გახდა ფორს-მაჟორი, გადაუდებელი აუცილებლობა, საგანგებო მდგომარეობა, BotAI-სათვის შექმნილი საფრთხე ან/და სხვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მდგომარეობა.
  5. BotAI-ს პლატფორმა წარმოადგენს ტექნოლოგიურ მომსახურებას და არ იძლევა გარანტიას, რომ AI-ის მიერ გენერირებული ყველა პასუხი იქნება ზუსტი, სრული, დროული ან კონკრეტული მიზნისთვის ვარგისი.
  6. მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი მომსახურების მიმღების მიერ ცოდნის ბაზაში შეყვანილი ინფორმაციის სიზუსტეზე ან ამ ინფორმაციის საფუძველზე ბიზნესის/მისი მომხმარებლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
  7. BotAI არ არის პასუხისმგებელი არაპირდაპირ ზიანზე, დაკარგულ მოგებაზე, ბიზნესის შეფერხებაზე ან მესამე მხარის პლატფორმის/სერვისის გაუმართაობით გამოწვეულ ზიანზე.
  8. წინამდებარე დოკუმენტში არსებული ნებისმიერი პირობა, ტერმინი თუ სხვა საკითხი განიმარტება და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  9. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა თუ უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით ან/და მედიაციის ინსტიტუტის დახმარებით.
  10. მოლაპარაკების წარუმატებლად განხორციელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  11. დავის სასამართლოს მიერ განხილვის შემთხვევაში მას განიხილავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლო.

ინტელექტუალური საკუთრება

  1. პლატფორმებზე/ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება BotAI-ს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები.
  2. BotAI-ს განსაკუთრებული უფლებები ვრცელდება ასევე BotAI-ს მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის და არამხოლოდ მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე, ნაწარმოებებზე, დიზაინზე.
  3. BotAI-ს საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება წინამდებარე ვებ-გვერდსა და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით).
  4. აკრძალულია წინამდებარე პლატფორმაზე/ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, განცხადების/პროდუქტის/სერვისის კონტენტი/აღწერა, კომპანიის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია, ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინის, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრების, ძირითად პროგრამული კოდების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება ან/და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კომპანიის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.

შესწორებები ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებში

  1. BotAI-ი უფლებამოსილი წინამდებარე დოკუმენტში ცალმხრივად შეიტანოს შესაბამისი შესწორებები სერვისის გაუმჯობესების ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  2. მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის შემთხვევაში მომსახურების მიმღები მიიღებს შეტყობინებას ელექტრონულ მისამართზე, ასევე ინფორმაცია აისახება BotAI-ის ვებ-გვერდზე.
  3. BotAI-ის ვებ-გვერდის ან/და სერვისების გამოყენების გაგრძელებით მომსახურების მიმღები ავტომატურად ეთანხმება წესებსა და პირობებში გათვალისწინებულ ცვლილებებს.
  4. თუ მომსახურების მიმღები არ ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს ან აღარ სურს BotAI-ის ვებ-გვერდით სარგებლობა, მას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს პროფილის (ანგარიშის) გაუქმება/წაშლა.
  5. ცვლილებები მოქმედებს მათ შესახებ შესაბამისი შეტყობინებით განსაზღვრული წესით. მოქმედი ვერსია ხელმისაწვდომია პლატფორმაზე.
  6. არსებითი ცვლილებების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი პრაქტიკაში მომხმარებლებს წინასწარ აცნობებს ცვლილების შესახებ გონივრულ ვადაში.

დასკვნითი დებულებები

  1. თუ წინამდებარე წესების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ იწვევს დანარჩენი დებულებების ბათილობას.
  2. მომსახურების მიმღების მიერ ანგარიშის გამოყენება, რეგისტრაცია ან მომსახურების შეძენა ნიშნავს, რომ მას ჰქონდა შესაძლებლობა წინასწარ გასცნობოდა წინამდებარე წესებსა და პირობებს და გადაწყვეტილება მომსახურების შესახებ მათ საფუძველზე მიიღო.
  3. პლატფორმაზე თანხმობის ჩანაწერი, მათ შორის წესების ვერსია და თარიღი, შეიძლება შეინახებოდეს ხელშეკრულების დადებისა და შესაბამისობის დასადასტურებლად.

დანართი №1 — პაკეტების ძირითადი პირობების მოკლე შეჯამება

პირობებისაფასური
გამოწერის პერიოდითვიური ან წლიური, არჩევანის შესაბამისად
თვიური მომსახურებაპაკეტის მიხედვით, ვებ-გვერდზე მითითებული ფასით
წლიური მომსახურებათვიური ფასის 12-ჯერადი, წლიური ფასდაკლების გათვალისწინებით
წლიური ფასდაკლება20%
უფასო საცდელი პერიოდიერთჯერადად 7 დღე
ავტომატური განახლებადიახ
მართული ასისტენტი200 ლარი/თვე/ასისტენტი
გადახდის მეთოდიონლაინ ბარათი, Flitt
წარუმატებელი ჩამოჭრის მცდელობები1-ლი, 3-ე, 5-ე და 7-ე დღე
ასისტენტის შეჩერების შემდეგ კონტენტის წაშლა30 დღის შემდეგ, 7 დღით ადრე შეტყობინებით
ჩვეულებრივი ჩატის შენახვაბოლო 60 შეტყობინება
გაფართოებული შენახვაბოლო 900 შეტყობინება
მიმოწერის შენახვის ნაგულისხმევი ვადა180 დღე თითოეულ შეტყობინებაზე
კორპორატიული შენახვის ვადა1–1095 დღე (3 წელი)